დავით მათიკაშვილი: ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო
„ძალიან მარტივია საქართველოში გრანტის მიღებაც, დაფინანსების მიღებაც, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაც და არსებობაც ისე, რომ ქვეყანა არ დააზიანო“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
კერძოდ, ცრუ კამპანიის ავტორები პასუხისმგებლობას არ იღებენ. „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მოწყობილი აქციების, გაკეთებული განცხადებებისა თუ რადიკალურ პროცესების წარმართვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ფაქტებზე მნიშვნელოვანი განცდებია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი ვერ ასახელებს კანონის შედეგად რომელი ორგანიზაცია გაუქმდა. ისევ ვერ ამბობენ დაფინანსების გამჭვირვალობა რატომ არის პრობლემა.
მათიკაშვილის თქმით, ეს რომ აღიარონ, ამისთვის საჭიროა მზაობა, გამბედაობა, საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოსადმი სხვა დამოკიდებულება.
„როგორ წარმოგიდგენიათ, არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებთ საკუთარი სამშობლოს მიმართ. ამიტომაც, ასეთ აღიარებას ნუ ველით. ისინი ამას არ აღიარებენ და ამით საკუთარ დანაშაულს, საკუთარ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებენ საზოგადოებას, თუ რა მტრული ძალები არიან საქართველოს წინააღმდეგ განწყობილნი“, - აღნიშნა მან.
1787227953
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი - ვერც „ნაცმოძრაობა“ იგებს, სად შევიდა და საიდან გამოდის და ვერც - ალიანსი, „ნაცმოძრაობა“ შევიდა, თუ ისევ გადის?!
„ვნახეთ, რომ არსად გადაიკვეთნენ. ერთადერთი, სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან გ...
1787227494
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების დიდი სურვილია, საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში
„ყველანი ვხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში“, - ამის შესახე...
1787227451
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მაკრონის მიერ კობახიძის მიწვევაზე: ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიჰბაძავენ, ძალიან კარგი იქნება
„ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარი...
1787225070
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: დღეიდან დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი ფორმების იმ პუნქტებში დარიგება, საიდანაც პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მშობლებს ფორმების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების იმ პუნქტებში დარიგება,...
1787225031
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას აპირებს, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ფორმების ხარისხთან დაკავშირებითაც
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმებ...































