ლევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების დიდი სურვილია, საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში
„ყველანი ვხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომელიც ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ლევან მაჭავარიანი ამბობს, მათი სურვილია, უცხო ძალების ინტერესები დააკმაყოფილონ და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას.
„ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა და ყველანი ვხედავთ, რომ აგენტურული ოპოზიციის და მათი ფსევდოლიბერალი, ულტრამემარცხენე აქტივისტების ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში ტრიალებდეს იგივე ტრაგედია, რაც ტრიალებს უკრაინაში. იგივე ნინო ლომჯარიას განცხადებები, იგივე ბატონი გვარამიას განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ, რომ იგი ძალიან გულდაწყვეტილია იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა (როდესაც დაიწყება დანგრეული უკრაინის განახლება) მიიღებს მსხვილ ტრანშებს და საქართველო ვერ მიიღებს ამ ფულს, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა. ახლა ბატონი ახობაძე, რომელიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია, ზუსტად ანალოგიურს აცხადებს და ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, ვინაიდან, მათი სურვილი არის ის, რომ უცხო ძალების ინტერესები დააკმაყოფილონ და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1787225031
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას აპირებს, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ფორმების ხარისხთან დაკავშირებითაც
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმებ...
1787224122
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე: უსახო, ემოციურ იარაღად, აბსტრაქტული „კრიზისი“ მიწოდებულია, როგორც გარდაუვალი და ტოტალური კრახი, რომელიც აგროსექტორს გადარჩენის შანსს არ უტოვებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „თუ ასე გაგრძელდა, ფერმერები გაკოტრდებიან და ეს მიწები სხვის ხელში გადავა - პურ-პროდუ...
1787224004
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: აგენტურას საქართველოს გაერთიანება მშვიდობიანად ნამდვილად არ სურს, ისევ ის სააკაშვილია, უბრალოდ საკუთარი სამშობლოსადმი იმდენი სიავის გაკეთება აღარ შეუძლია, რაც მანამდე შეეძლო
„ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი. სწორედ მისმა მოღალატეობრივმა ნაბიჯებმ...
1787220661
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: ადრე თანამშრომლობის 85-90% ერთ ქვეყანასთან თუ ხდებოდა, ახლა ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და სხვა ქვეყნებთან
საგარეო პოლიტიკის ვექტორებისა და კავშირების დივერსიფიკაცია სომხეთის რებალანსირების პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. კითხვაზე, რომელ...
1787220207
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმ...































