საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მის მიერ მართული მსუბუქი ავტომობილის საბარგულში განთავსებულ ბუნებრივი აირის ავზში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები გადმოიტანა, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 44 892 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790922436

ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებ...

ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

1790920994

მსოფლიო

ტრამპმა უკრაინისა და ნატოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება ლათინური ამერიკის ქვეყნებზე გადაამისამართა - Washington Post

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ათობით მილიონი დოლარი, რომელიც თავდაპირველად უკრაინისა და ნატოს მოკავშირეებისთვის დახმარების გასაწევად იყო გამიზნული, ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებისკენ გადაამისამართა, რ...

დონალდ ტრამპი

1790919656

ახალი ამბები

რიმა ბერაძე IRI-ს კვლევაში ოპოზიციის შედეგებზე: თითოეულ მათგანს ის შედეგი აქვს, რაც დაიმსახურეს, ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა

„ჩვენ ვნახეთ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევა, თითოეულ მათგანს ის შედეგი აქვს, რაც დაიმსახურეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას მათივე ქმედებების გამო,...

რიმა ბერაძე

1790917733

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს

„გადახედეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საქველმოქმედო პროექტებს და მიხვდებით, რომ ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია, რომ ჩირქი მოსცხონ ამ ყველაფერს“, - აცხ...

გიორგი სოსიაშვილი

1790916138

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...

ამინდი