სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000 აშშ დოლარის სესხების სანაცვლოდ ყოველთვიურად 1 200 აშშ დოლარის სარგებლის გადახდას დაჰპირდა. შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სესხის თანხას სრულად დააბრუნებდა, თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კი დაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.
აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულთან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთი რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და დაზარალებულს სხვა - მნიშვნელოვნად ნაკლები ღირებულებისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.
სამი თვის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს არც 30 000 აშშ დოლარი დაუბრუნა და არც შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი გადაუხადა.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 17 640 ლარს, რითაც მას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1786946776
ახალი ამბებიზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს
„ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ რურუა ა...
1786944729
ახალი ამბებინიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება - რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო?
მივხვდი, რომ ასე არ გამოვა. ზოგადად ტრავმებთან დაკავშირებით მგონია, რომ ასე არ გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია, საფრთხის მატა...
1786943339
ახალი ამბებიThe Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბიბისის“ მისი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც მაუწყებელმა ტრამპის შვილების სასამართლოში დაბარება სცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრ...
1786913560
მსოფლიოირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით
ირანის პარლამენტის სპიკერის ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებულ ომში ირანმა სრული გამარჯვება მოიპოვა. „აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორ...
1786910702
მსოფლიოსაბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანის დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „რეგიონში ძლიერი ქარი ქრის, ზოგჯერ ბოფორტის სკალით შვიდ ბალამდე აღწევს. ეს ხელს უწყობდა ხანძრის სწრაფად სა...






























