რატი იონათამიშვილი გაფართოების ანგარიშზე: როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს, ამას ჩვენს საზოგადოებაზე არანაირი გავლენა არ ექნება
სამწუხაროდ ევრო სტრუქტურები საქართველოს ყოველ ჯერზე უსამართლოდ ექცევიან, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაფართოების ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევრო სტრუქტურები ხშირ შემთხვევაში ორმაგ სტანდარტსაც იყენებენ.
„არა თუ სუბიექტურ ანგარიშებს და განცხადებებს აკეთებენ, არამედ კონფლიქტში მოდიან იმ ღირებულებებთან, რაც ევროკავშირს სინამდვილეში გააჩნია. ფაქტია, რომ ამ ღირებულებებისგან გადახვევასთან გვაქვს საქმე. თუ გავითვალისწინებთ ამ უსამართლო მიდგომებს, იმის თქმა შეგვიძლია, რომ როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ეს ანგარიში, ჩვენს საზოგადოებაზე არანაირი გავლენა არ ექნება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ხვალ გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში - ხელისუფლება ისევ სუბიექტურ დასკვნას ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სიმბოლურია რომ ევროკავშირის აქტორები ერთი თვეა დუმილს ინარჩუნებენ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე და არაფერს ამბობენ პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებულ შტურმზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ მტრული და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, თავიანთ მოსაზრებებს ქართველ ხალხს მოახვევენ.
1762181719
ახალი ამბებიმაია ბითაძე ლომჯარიას განცხადებაზე: იკვეთება გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას
„იკვეთება უკვე გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას განცხადებ...
1762177951
ახალი ამბებიმაჭავარიანი: ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო - ვაშინგტონის საარბიტრაჟოში სარჩელი ბატონმა მეიერმა შეიტანა
„ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან მამუკ...
1762175482
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1762174702
ახალი ამბებიპარლამენტში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყება
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და მისი თანდართული მასალების განხილვა დაიწყება....
1762173555
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი,“ არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ყაზბეგი“ - მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალურ...































