ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე: რაც დაიმსახურეს, ზუსტად იმ დოზით არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. არც ჩვენთვისაა კარგი, რადგან ვიღაც ჯანსაღ ოპონირებას უნდა ეწეოდეს, მაგრამ რა ვქნათ?!
რაც მოიგეს და რაც დაიმსახურეს, ზუსტად იმ დოზით არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. არც ჩვენთვისაა კარგი, რადგან ვიღაც ჯანსაღ ოპონირებას უნდა ეწეოდეს, მაგრამ რა ვქნათ?! მათი დამსახურებაა, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, ოპოზიცია არსებულ რეალობას დიდი ხანია, შეგუებულია. დავითულიანს მიაჩნია, რომ ოპოზიცია საკუთარ აქტივს კეთილსინდისიერად არ ექცევა, მათ კარგად იციან, რომ არც საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულა და ხალხი ქუჩაში ხმაურის შესაქმნელად გამოიყვანეს.
„ისიც კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც წააგეს. ბოიკოტის რეჟიმი რომ წაგებიანი იყო, ეს ჯერ კიდევ 2012 წლამდე, როდესაც ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გავიდა ბოიკოტში, მაშინაც დადასტურდა, რომ ინსტრუმენტულადაც ბოიკოტი წაგებიანია ოპოზიციისთვის და მით უმეტეს, როდესაც ეს ბოიკოტი არის უსამართლო. ეს ბოიკოტი, რაშიც ოპოზიციონერები საპარლამენტო არჩევნების მერე გავიდნენ, იყო უსამართლო, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა, მათ ეს ზუსტად იცოდნენ, უბრალოდ, მათ ჰქონდათ ორკესტრირებული, გარეთ შეთანხმებული სტრატეგია, რომ ქვეყანა უნდა ეტარებინათ რევოლუციური გზით, რადგან არეულ მსოფლიოში დღეს არავის აწყობს საქართველოში აი, ასეთი სტაბილურობა, ასეთი სიმშვიდე და ის, რომ ქვეყანა თვითონ წყვეტს, რა არის მისთვის მისაღები და რა არის მისთვის წითელი ხაზი“, - განაცხადა დავითულიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ კეთილსინდისიერი ქცევა იქნებოდა, თუ გაყალბების შემთხვევაში ფაქტებს წარადგენდა.
„მაშინ, როდესაც თავად დადიხარ და ამტკიცებ, რომ ელექტრონულად არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, შემდეგ რეალურ საჩივარს არ წერ, გამოდიხარ და ხალხს ეუბნები, შენს ამომრჩეველს, რომ ეს მაინც მოხდა, ან მიგაჩნია, რომ ის სულელია, ან მიგაჩნია, რომ არა უშავს, მოვატყუებ“, - აღნიშნა დავითულიანმა.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დავითულიანმა ოპოზიციის განცხადებებიც გაიხსენა.
„ეს ისეთი რთული სპეცოპერაციაა, რომ ამას ჩვენ ვერ ამოვხსნითო, ვერც საბუთს დავდებთ, მაგრამ მაინც გაყალბდაო, რადგან ჩვენ ვამბობთ ასეო. ასე ხომ პოლიტიკა არ ხდება?! შენს სიტყვას ვალიდურობა ხომ უნდა ჰქონდეს?! რაც მოიგეს და რაც დაიმსახურეს, ზუსტად იმ დოზით არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. არც ჩვენთვისაა კარგი, რადგან ვიღაც ჯანსაღ ოპონირებას უნდა ეწეოდეს, მაგრამ რა ვქნათ?! მათი დამსახურებაა. ოპოზიციის როლშიც ჩვენ თვითონ ხომ არ ჩავდგებით ჩვენს თავთან?! რაც დაიმსახურეს, ზუსტად ის მოიმკეს“, - დასძინა დავითულიანმა.
1762104784
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე: დღეს არის ორი მოცემულობა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ, მაგრამ საზოგადოება თეთრზე შავს აღარ იჯერებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპაში ორი მოცემულობაა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. „რა...
1762102884
მსოფლიოტიერი მარიანი: ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით
ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერ...
1762100934
მსოფლიოსაქართველო-სომხეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობოდა
სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვ...
1762099645
საზოგადოებამასუდ პეზეშკიანის თქმით, თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო მეტი ძალით აღადგენს
„თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა. პეზეშკიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქ...
1762097431
საზოგადოებამეუფე შიო: დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო
დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სუ...



























