მაია ბითაძე ლომჯარიას განცხადებაზე: იკვეთება გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას
„იკვეთება უკვე გარკვეული ნიშნები, რომ იწყებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ნინო ლომჯარია არ სარგებლობს ავტორიტეტით რადიკალებში, ძნელად სარწმუნოა, რომ მას ვინმე დაემორჩილება თუმცა მის განცხადებასა და იმ პროპაგანდას შორის, რომელიც ბრიუსელიდან ისმის შედეგობრივი კავშირი მაინც იკვეთება.
„ამ ფონზე ძალიან კომიკურია, როდესაც ნინო ლომჯარია რაიმე განცხადებას აკეთებს. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ავტორიტეტით არ სარგებლობს თვითონ რადიკალურ ოპოზიციაში და მათ შორის არასამთავრობო სექტორში. ნინო ლომჯარიას მოწოდებას რამდენად დაემორჩილებიან ოპოზიციონერები ეს კიდევ სხვა საკითხია.
რაღაც მიზეზ- შედეგობრივი კავშირი მაინც არის ამ განცხადებებში, რომელიც სამომავლო საპარლამენტო არჩევნებზე აქცენტირდება. როგორც იმ განცხადებებზე, რომელიც პროპაგანდისტული სახით ჯერ კიდევ ისმის უფრო და უფრო მწარე ფორმით ბრიუსელიდან.
მაგრამ შუალედურ პერიოდში ამას ყველაზე დიდი და ცუდი ზეგავლენა აქვს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ყოველდღიურად მიზანმიმართულად ჩადიან სამართალდარღვევას იმისთვის, რომ იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, რაც აზრს მოკლებულია და პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებენ“, - აღნიშნა ბითაძემ.
1762188381
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის მიერ უცხოური დაფინანსების მქონე NGO-ების რეესტრის შექმნის დაანონსებაზე: გამჭვირვალობა მონათლეს „რუსულ კანონად“, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია ეს საკითხი
გამჭვირვალობა მონათლეს „რუსულ კანონად“, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საკითხზე საუბრობენ ყველგან, ევროპის ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია ეს საკითხი, სხვადასხვა ფორმებით ასეთი კანონები მოქმედებს ევროპის სხ...
1762184956
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს შანხაის ჰუნგციაო საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა. საქართვე...
1762183828
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა ველოდეთ
ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი. სინამდვილეში ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუ...
1762177951
ახალი ამბებიმაჭავარიანი: ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო - ვაშინგტონის საარბიტრაჟოში სარჩელი ბატონმა მეიერმა შეიტანა
„ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი, ანაკლიის პორტშიც პარტნიორი იყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან მამუკ...
1762175482
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7127 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...































