ვატო შაქარიშვილი: სხვა სიკეთეებთან ერთად ღმერთმა გვიბოძა მნიშვნელოვანი აქტივი, რასაც ჰქვია საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა. ეს აქტივი ეფექტიანად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ

ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და ბოლო გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 2026-2030 წლების LGBTQ სტრატეგია არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ვითარება ევროკავშირში არა თუ გაუმჯობესდება, არამედ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის კვდომისა და ლპობისკენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

მან „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასა და მომავალი პარტიის ხედვებსა და მიზნებზეც ისაუბრა.

შაქარიშვილის შეფასებით, იმ რიტორიკის გაგრძელება, რომ 2030 თუ 2050 წელს საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში, არის იმ ტყვეობის გაგრძელება, რაშიც ჩვენ ხელოვნურად აღმოვჩნდით წლების წინ.

„ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო სხვისი ინტერესებისთვის. სხვა სიკეთეებთან ერთად ღმერთმა გვიბოძა მნიშვნელოვანი აქტივი, რასაც ჰქვია საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა. ეს აქტივი ეფექტიანად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762104784

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე: დღეს არის ორი მოცემულობა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ, მაგრამ საზოგადოება თეთრზე შავს აღარ იჯერებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროპაში ორი მოცემულობაა - ფაქტებზე დაყრდნობილი და აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. „რა...

ლევან მაჭავარიანი

1762102884

მსოფლიო

ტიერი მარიანი: ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით

ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტიერ...

ტიერი მარიანი

1762100934

მსოფლიო

საქართველო-სომხეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოს ტერიტორიაზეც იგრძნობოდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1762099645

საზოგადოება

მასუდ პეზეშკიანის თქმით, თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო მეტი ძალით აღადგენს

„თეირანი საკუთარ ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა. პეზეშკიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქ...

მასუდ პეზეშკიანის

1762097431

საზოგადოება

მეუფე შიო: დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სუ...

მეუფე შიო