რატი იონათამიშვილი: აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან
„რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რატი იონათამიშვილმა 4 ნოემბერს დანიშნულ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო დიდია და საბოლოოდ, მოლაპარაკებების მაგიდაზე არა რეზოლუციები, არამედ „შუა დერეფნის“ პროექტის პერსპექტივები განიხილება ხოლმე.
„ორი კვირის წინ რა რეზოლუციაც მიიღო ევროპარლამენტმა, გვახსოვს, ამავდროულად, როდესაც გვარამია იქადნებოდა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ ევროკომისიის და ევროსაბჭოს სხდომაზე. შემდეგ ისიც გვახსოვს, რომ ამ სხდომაზე ევროკომისრები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ იმაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ უკვე იანვარში. ანუ შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ, როდის შეიკრიბებოდნენ.
მეორე მხრივ გამოიკვეთა ძალიან საინტერესო ფაქტიც, რომ უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო მეტი დრო დაეთმო „შუა დერეფნის“ პროექტს და მნიშვნელობას, ვიდრე ამ გაუთავებელ რეზოლუციებს, სანქციებს, ვიზების შეწყვეტას და სხვა თემებს. ეს ძალიან კარგია და ძალიან კარგი სიგნალია, იმიტომ, რომ დღეს გეოპოლიტიკურ- ეკონომიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელობა არის ათმაგად გაზრდილი და ათმაგად არის გაზრდილი, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის ქვეყნებისთვის და სწორედ „შუა დერეფნის“ კონცეფცია არის გარანტია, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებისა ევროკავშირის ქვეყნებისათვის. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
დღეს ყველაზე აუცილებელი რაც არის - ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოება, მშვიდობა და უნდა გააძლიეროს სუვერენიტეტი. სხვა შემთხვევაში, ამ მნიშვნელობას სულ სხვა ძალები წაიღებენ და ისინი გამოიყენებენ მას არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ბიზნეს თუ სხვა ინტერესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მნიშვნელობა იყოს მდგრადი, მიმზიდველი და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო შეუქცევადად იზრდებოდეს მსოფლიო რუკაზე, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მოსახლეობის მხარდაჭერით. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.
რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს და განცხადებებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით საბოლოო ჯამში, საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, არ გაუკვირდება, რომ როგორც თავის დროზე სხვადასხვა ქვეყნებმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გადაწერეს, ასევე, გამოიყენონ „მანიფესტაციების შესახებ“ კანონი.
1792507680
ახალი ამბებიპარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში...
1792506329
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე
„მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა და 119,081 ვიზიტი შეადგინა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის...
1792504819
მსოფლიოკოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით ოქროს არალეგალური მაღარო ჩამოინგრა, - ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა დ...
1792503350
ახალი ამბებიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის შესრულება არის სულიერი გახსენებისა და ღმერთისადმი მადლიერების შესაძლებლობა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ის...
1792502754
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის მიერ გავრცელ...































