საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა, მათ შორის არის საქართველო
საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ ქუჩებზე არ ვრცელდება. ის ციფრულ სივრცეშიც წყდება“.
მინისტრის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, საარჩევნო პროცესებში მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლი გახდა.
მისივე განმარტებით, ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. „დემოკრატიულმა დებატებმა ინტერნეტში, განსაკუთრებით კი ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში, გადაინაცვლა, გარკვეულმა ქმედებებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით ეხება აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას. ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება ინტერნეტში ფართოდ მოიკიდოს ფეხი და საზოგადოებაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. ეს არც უბრალოდ სიტყვებია და არც წინასწარმეტყველება. ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ. ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ლორან ნუნიესმა.
1792510144
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური ლაითურის დაწესებულებაში პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიუ...
1792507680
ახალი ამბებიპარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში...
1792506329
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე
„მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა და 119,081 ვიზიტი შეადგინა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის...
1792504819
მსოფლიოკოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით ოქროს არალეგალური მაღარო ჩამოინგრა, - ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა დ...
1792503350
ახალი ამბებიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის შესრულება არის სულიერი გახსენებისა და ღმერთისადმი მადლიერების შესაძლებლობა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ის...































