როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – სპეციალისტის რეკომენდაციები

„თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ზედმიწევნით დაიცვან უსაფრთხოების წესები, მოერიდონ ტყიან, მაღალი ბალახითა და ფოთლებით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ კი - აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ლაიმის დაავადების განვითარების რისკს, რადგან ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას.

„სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს, ხოლო მისი მოშორების შემდეგ - აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების მათ შორის, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782915943

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები

„საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782915246

მსოფლიო

კირ სტარმერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია. სტარმერი სოცი...

კირ სტარმერი

1782913263

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე თაზო დათუნაშვილს: რაც ბატონ თენგიზს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ვერც კი წარმოიდგენს ეს სრული გაუგებრობა და უზრდელური წარმონაქმნი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატს შე...

გიორგი ჩაკვეტაძე

1782912444

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: პარტიისთვის, რომელიც კოალიციაშია „ნაცმოძრაობასთან“, რომელიც ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1782912309

საზოგადოება

წულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე?

„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიან...

თეა წულუკიანი