ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს

„ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ქართველებს ხელისუფლებაში არ უნდათ ის პარტია, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება.

„გარე პატრონები 14 წელია აკვირდებიან როგორ ვითარდება პროცესები - ათჯერ დავამარცხეთ მათი ფავორიტი ძალები არჩევნებში. მათ რაღაც უნდა შეეცვალათ. 2025 წელს მათ მიიღეს სხვა გადაწყვეტილება - პარტია ლელოს და გახარიას პარტიას მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა და დანარჩენი აგენტურული ქსელის ნაწილი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს, ვინაიდან საზოგადოებას ჰქონოდა აღქმა, რომ ეს ორი პარტია დამოუკიდებელი ძალებია და მოქმედებენ დამოუკიდებლად.

რეალურად ზუსტად ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან ეს ძალები. გარე პატრონები ამ სცენარის განვითარებას აგრძელებენ - ამ ხელოვნური აჟიოტაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღება ამ ალიანსზე, ნაციონალურ მოძრაობაზე გადაიტანონ და 2028 წლისთვის ბოლომდე გამიჯნონ ლელო და გახარია ჩვენი მოქალაქეების გარკვეული რაოდენობის თვალში, თითქოს ისინი დამოუკიდებელი პარტიები არიან. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად მიხვდა. როცა გახარია-ლელოს, 2025 წელს ე.წ. კონკურენტები არ ჰყავდა დანარჩენი აგენტურის სახით, ლელოს გაუნახევრდა ამომრჩევლის რაოდენობა, გახარიას პარტიას კი გაუმესამედდა 2024 წელთან შედარებით.

ეს მოხდა იმიტომ, რომ ქართველები ძალიან გამოცდილები ვართ და ასეთი ტყუილებით ფონს გარე ძალები ვერ გადიან. ერთ დროს გახარია-ლელოს ამომრჩევლები დარწმუნდნენ, რომ ისინიც წარმოადგენენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და ემორჩილებიან გარე ძალებს. რა თქმა უნდა, ქართველებს არ აწყობთ ხელისუფლებაში ის პარტია, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან იმართება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782916589

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი და რადიკალების მომხრეების მიმართაც, ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა შეაფასა. ლევან...

ლევან მაჭავარიანი

1782915943

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები

„საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782915246

მსოფლიო

კირ სტარმერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია. სტარმერი სოცი...

კირ სტარმერი

1782913887

ახალი ამბები

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – სპეციალისტის რეკომენდაციები

„თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკ...

ტკიპა

1782913263

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე თაზო დათუნაშვილს: რაც ბატონ თენგიზს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ვერც კი წარმოიდგენს ეს სრული გაუგებრობა და უზრდელური წარმონაქმნი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატს შე...

გიორგი ჩაკვეტაძე