გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782916652

ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი გიორგი მალანია დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს. ინფორმაცია „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის დაკავებულია 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას...

გიგა ავალიანი

1782916589

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი და რადიკალების მომხრეების მიმართაც, ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა შეაფასა. ლევან...

ლევან მაჭავარიანი

1782915943

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები

„საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782915246

მსოფლიო

კირ სტარმერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია. სტარმერი სოცი...

კირ სტარმერი

1782913887

ახალი ამბები

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – სპეციალისტის რეკომენდაციები

„თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკ...

ტკიპა