მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე, დაკავშირებადობასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ობიექტური მოცემულობაა, რომლის უგულვებელყოფაც შეუძლებელია.
„ღიმილის გარდა ვერაფრით ვერ უპასუხებ ამ ყველაფერს. გეოგრაფია არის გეოგრაფია, ეს არის მოცემულობა, რომელიც არსებობს და რომლის იგნორირება უბრალოდ არ გამოვა. მათი საქმეა, როგორ განავითარებენ დაკავშირებადობას, მაგალითად, ცენტრალური აზიის მიმართულებით საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია და მხოლოდ რუკაზე შეხედვა სჭირდება, როდესაც საუბრობ დაკავშირებადობაზე და ესაუბრები ცენტრალურ აზიას, თუ როგორ უნდა დაუკავშირდე მას, მარტივად რუკაზე დახედვით ჩანს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს, თუმცა მისი შემდგომი განვითარებისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო.
„ევროპას და ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე და სოლიდური საფუძველი ურთიერთობების. ჩვენს ურთიერთობას, რა თქმა უნდა სჭირდება მომავალში განვითარება, მაგრამ ამას ორივე მხრიდან სჭირდება ნება ამ ურთიერთობების განვითარების,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული კურსი უცვლელია და ქვეყანას შეუძლია „სტრატეგიული მოთმინებით“ დაელოდოს იმ მომენტს, როდესაც ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგის მნიშვნელობას სრულად გააცნობიერებს.
„საქართველოს ყოველთვის აქვს განსაზღვრული ეს სტრატეგიული მიმართულება და ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ თავად ევროპული მომავლისთვისაც არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის. თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და დრო, დაველოდოთ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ვალდებული არიან, გააცნობიერონ და იზრუნონ საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის მომავალი კავშირების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე დაფიქრდებიან და გააცნობიერებენ.
მანამდე ჩვენ ნამდვილად გვაქვს ჩვენი საქმე გასაკეთებელი - ძალიან ბევრი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი კავშირები, რაც კიდევ ერთხელ არამხოლოდ საქართველოს ინტერესებშია და საქართველოსთვის იქნება სიკეთის მომტანი, არამედ საერთო ევროპული ინტერესიც არის ეს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
1782917421
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს
„ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრო...
1782916967
საზოგადოებაშიო მესამემ 202-ე, უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო
202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციითვე, შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდეს...
1782916652
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი გიორგი მალანია დააკავეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს. ინფორმაცია „ქრონიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის დაკავებულია 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას...
1782916589
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი და რადიკალების მომხრეების მიმართაც, ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობა შეაფასა. ლევან...
1782915943
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები
„საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა...


























