ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: პარტიისთვის, რომელიც კოალიციაშია „ნაცმოძრაობასთან“, რომელიც ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება.
საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებს.
როგორ ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, კარგი იქნებოდა თუ „ლელოს“ წევრები შეძლებენ და იმის ნახევარს მაინც გააკეთებენ საქართველოსთვის, რამდენიც თენგიზ შარმანაშვილმა შეძლო.
„ეს რამდენიმე წამიანი ვიდეო მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტია „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს.
პარტიისთვის, რომელიც დავალებების მისაღებად ელჩებთან დარბის, რომელიც მჭიდრო კოალიციაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც წერილობით ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას და რომლის თავმჯდომარეც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ჯიბეში ჩადებას გეგმავდა, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს.
ახალგაზრდა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ასრულებს იმ აგენტურულ დავალებებს, რომლებსაც მის ხელმძღვანელობას გარე ძალები აძლევენ, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე - პატრიოტზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული; კაცზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში; კაცზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ; და კაცზე, რომლის თანაგუნდელობაც ჩემთვის საამაყოა.
ბატონ თაზოს კი ვუსურვებ, რომ მთელი მისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც ბატონმა თენგიზმა უკვე მოახერხა“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
1782913887
ახალი ამბებიროგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან – სპეციალისტის რეკომენდაციები
„თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკ...
1782913263
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე თაზო დათუნაშვილს: რაც ბატონ თენგიზს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, ვერც კი წარმოიდგენს ეს სრული გაუგებრობა და უზრდელური წარმონაქმნი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატს შე...
1782912309
საზოგადოებაწულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე?
„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიან...
1782911427
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6431 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6444 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1782911222
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სარფი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრების მ...





























