სოზარ სუბარი: პირველი ტყვიის გავარდნის შემდეგ სამყარო იცვლება და სხვა რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, ომს მოაქვს სისხლი, ნგრევა, განადგურება და ამის თავიდან აცილებაზე დიდი ამოცანა ჩვენ არ გაგვაჩნია

სამხრეთ კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიო პოლიტიკაში რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან.

როგორც სუბარმა განაცხადა, მშვიდობის შენარჩუნებაზე უფრო დიდი მიზანი და ამოცანა დღეს ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს.

სოზარ სუბარმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს იმ უცხოური აგენტურის სახით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ჩართული აღმოჩნდეს უკრაინაში ან ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

„4 წელია ჩვენ, „ხალხის ძალა“, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ამ ბრძოლაში ხელისუფლებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ წამში, ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით ყველაფერი შეიძლება დავკარგოთ. ერთი ტყვიის გავარდნის, თოფის ერთი გასროლის შემდეგ სამყარო იცვლება, სხვა რეალობა დგება და მშვიდობის უკან მობრუნება არის თითქმის შეუძლებელი. ამას ტრაგიკულ მაგალითებს ვხედავთ უკრაინასა და ირანში. ომს მოაქვს სისხლი, ნგრევა, განადგურება და ამის თავიდან აცილებაზე დიდი ამოცანა დღეს ჩვენ არ გვაქვს.

მეორე მხრივ, ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ უცხოეთიდან იმართება, საქართველოში ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს. ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები, რომლებიც ღიად ითხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავძრათ ტანკები ცხინვალისკენ და სოხუმისკენ და აცხადებენ, რომ უნდა გამოვიყენოთ შექმნილი ვითარება, მათი ტერმინებით რომ ვთქვათ, „უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობების ფანჯარა“ ხან რუსეთის და ხანაც ირანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად.

ესენი არიან საქართველოში დაბადებული, ქართული გვარის ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნებს ემსახურებიან და მათი დავალებების შესრულების მიღმა სხვა პერსპექტივა არა აქვთ. ჩვენი განვითარების ერთადერთი საწინდარი მშვიდობის შენარჩუნებაა და ამაზე დიდი ამოცანა ჩვენ არა გვაქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობაზეც ისაუბრა და ამ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

„აღარ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ათასწლეულებია მეზობლები ვართ და ჭირ -ვარამიც საერთო გვქონდა და წარმატებაც. აღარც იმაზე, რომ საქართველოში 200 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ისინი ჩვენი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები არიან, ისევე, როგორც 30 ათასამდე ქართველი ცხოვრობს საინგილოში, აზერბაიჯანში და ისინი, რამდენადაც კარგი ქართველები არიან, იმდენადვე არიან აზერბაიჯანის ერთგული მოქალაქეები. დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნები დაკავშირებულია უმჭიდროვესი ეკონომიკური კავშირებით და წარმოუდგენელია საქართველოს განვითარება, თუ აზერბაიჯანში არ იქნება მშვიდობა და ანალოგიურად, აზერბაიჯანი ვერ განვითარდება, თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა.

ჯერ კიდევ 30 წლის წინ ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ დაიწყეს იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ახლა სტაბილური განვითარების საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნებისთვის. კარგად მახსოვს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რანგში ედუარდ შევარდნაძის პირველი ვიზიტი ლონდონში 1994 წლის ნოემბერში. ეს არის პერიოდი, როცა საქართველოში არ გვქონდა არც დენი, არც გაზი, ქვეყანაში არ იყო ხორბლის უმცირესი მარაგიც კი.

ჟურნალისტებს, რომლებიც მას ახლდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ შევარდნაძე, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით, შეძლებდა და ქვეყნისთვის რამდენიმე თვის სამყოფ ხორბალს მაინც იშოვიდა. ამის ნაცვლად კი მან უმრავლესობისთვის სრულიად გაუგებარ საკითხზე - რაღაც მილსადენზე დაიწყო ლაპარაკი. ასე ჩაეყარა საფუძველი პირველ ნავთობსადენს - ბაქო-სუფსის და ასე დაიწყო საქართველომ მსოფლიო გეოპოლიტიკაში თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის დაბრუნება.

მოგვიანებით ბაქო-სუფსის ნავთობსადენს მოჰყვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთის გაზსადენის მშენებლობა. მაშინ ამ პროექტების განხორციელებას რუსეთი სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ორი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ძალისხმევით მათი ხორცშესხმა მაინც მოხერხდა. დღეს ამ პროექტებს არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ მათი არსებობა არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვისაც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებზე საუბრისას სომხეთის როლზეც გააკეთა აქცენტი.

„რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით ახალი დერეფნების გახსნას, ჯერ ერთი, მათ სრულფასოვან ამოქმედებას შესაძლოა ათწლეულიც კი დასჭირდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, თავად რეგიონს ხდის უფრო მიმზიდველს.

როცა ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული, როცა რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობაა, მაშინ ინვესტიციები შესაძლოა 3-5-ჯერ გაიზარდოს დღევანდელთან შედარებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775543563

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედე...

იარაღები

1775542993

მსოფლიო

ტრამპი ირანთან სამშვიდობო გეგმას უარყოფს და ქვეყანას „ქვის ხანაში“ გადაყვანით იმუქრება - NYT

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ იყო, თუმცა გააფრთხილა, რომ ის „საკმარისად კარგი ა...

ტრამპიტრამპი

1775539643

ახალი ამბები

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას - ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურება

ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი. ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას, - განაცხადა სამების საკ...

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

1775538352

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის, აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყანაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმ...

დავით მათიკაშვილი

1775537134

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

7 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დ...

მზიანი ამინდი