საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.

„ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769001238

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6950 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფას...

 ვალუტის კურსი

1769001010

მსოფლიო

უიტკოფმა განაცხადა, რომ პუტინს 22 იანვარს შეხვდება

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, ხვალ, 22 იანვარს, ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „სწორედ რუსები...

უიტკოფმა განაცხადა

1769000792

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის...

საკოორდინაციო კომისი

1769000489

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: მაინტერესებს, სააკაშვილს, იგივე „მიშა სმეტანას“, რამდენი პატიმარი ჰყავს შეწყალებული, მისი ორივე მმართველობის პერიოდში? სანდრო გირგვლიანის მკვლელებს და სხვა ხალხის დამაქცევრების შეწყალებებს არ ვგულისხმობ

გიორგი გამსახურდია, პრეზიდენტის შეწყალების თაობაზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერები, რომელთა გონება ადამიანის წამებაზეა მიმართული, სხვის არაადამიანობაზე საუბ...

გიორგი გამსახურდია

1768999008

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ქვეყანაში უნდა იყოს ფასდადგენის ის სტანდარტი, რაც შესაბამისად არ დააწვება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ერს მძიმე ტვირთად

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უნდა იყოს ფასდადგენის ის სტანდარტი, რაც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება. „ბუნებრივია, რომ ქვეყა...

დავით მათიკაშვილი