ლევან ჟორჟოლიანი: ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები, გავაგრძელებთ შეხვედრებს, მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხელფასები თუ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გამოითქვა მზაობა ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან. ვფიქრობთ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გამოგვივა, რითაც საერთო ჯამში მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას ფასნამატებთან მიმართებით. შემდგომ დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769004770

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს ფასები რეგულირებულია - ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება

„7 ათასი მედიკამენტია, რომელზედაც მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებ...

მიხეილ სარჯველაძე

1769001249

ახალი ამბები

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში 20-25 სმ-ია. დილი...

ხულოს მუნიციპალიტეტი

1769001238

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6950 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფას...

 ვალუტის კურსი

1769001010

მსოფლიო

უიტკოფმა განაცხადა, რომ პუტინს 22 იანვარს შეხვდება

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, ხვალ, 22 იანვარს, ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „სწორედ რუსები...

უიტკოფმა განაცხადა

1769000792

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის...

საკოორდინაციო კომისი