ირაკლი ნადარეიშვილი: 2025 წელს ტურიზმის შემოსავლების რეკორდული ზრდაა - 6%-იანი მატება 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები
როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - 6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები ტურიზმის ინდუსტრიაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების ზრდა ძირითადად სამიზნე ბაზრებზე მოდის. „ესაა ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ყურის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზედაც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზიის მიმართულებებზე, როგორც სამიზნე ბაზრებზე. „ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრები ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ბაზრებზე მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობებია დაგეგმილი, რომელზედაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტის წარმოჩენა მოხდება. შედეგად, 2026 წელს კიდევ უფრო საინტერესო ტურისტულ წელს ველოდებით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
1768988699
ახალი ამბებიარქეოლოგი მიხეილ მაჭავარიანის შვილზე: როდესაც ვადო მაჭავარიანი გაყალბებული არჩევნებზე ზღაპრებს გვიყვება, თუ უპასუხა ნეტავ მამამისმა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების ფუძემდებელია ხათუნა გოგორიშვილთან ერთად, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული
„ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება ვინმე ვადო მაჭავარიანის ჩაწერილი ვიდეოები, რომელიც გამალებით ცდილობს მისი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას ახალგაზრდობაში, წერს ვიდეოებს და მაქსიმალურად ცდილობს თავის დამ...
1768985780
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება ის შეურაცხმყოფელი და უსამართლო ქმედებები, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებდა
„რაც დრო გადის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროპელი ლიდერების განცხადებები სულ უფრო ემსგავსება „ხალხის ძალის“ 2-3 წლის წინანდელ ბრიფინგებს. ვსაუბრობდით სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა...
1768985662
ახალი ამბებიეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4,690.2 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხით. უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმი...
1768984440
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ რეალობას. „გამოვკ...
1768983260
მსოფლიოReuters: აშშ ნატოში დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს
აშშ ნატოს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევ...




























