მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ფასების შემცირება, რაც მისასალმებელია
სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას აქვს უშუალოდ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე.
„განსაკუთრებით აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ასევე იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი გაგრძელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ერთობლივად ხელშესახები შედეგების მიღწევას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
1769003324
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები, გავაგრძელებთ შეხვედრებს, მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით
სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხ...
1769001249
ახალი ამბებიხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში 20-25 სმ-ია. დილი...
1769001238
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6950 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფას...
1769001010
მსოფლიოუიტკოფმა განაცხადა, რომ პუტინს 22 იანვარს შეხვდება
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, ხვალ, 22 იანვარს, ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. „სწორედ რუსები...
1769000792
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის...




























