საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, 27 და 28 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, თუმცა, ორივე მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764159975

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილი გვაქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის

ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამის შეს...

ირაკლი კობახიძე

1764159961

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები. სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით

ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოება...

ირაკლი კობახიძე

1764158207

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს

საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად, - ამის შ...

ირაკლი კობახიძე

1764157405

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მი...

ნიკა მელია - პოლიტიკოსი

1764156826

საზოგადოება

პრემიერი: უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, გვინდა, რომ შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება გამონაკლის სპეციალობებს

ოპტიმიზაციაზე საუბრისას, ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს სწავლის ხანგრძლივობა უნივერსიტეტებში, ეს არ ეხება გამონაკლის სპეციალობებს, პირველ რიგში, სამედიცინოს, სადაც, ბუნებრივია, სწავლის ხანგრძლივობა უნდ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე