ირაკლი კობახიძე: დაგეგმილი გვაქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის
ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება და სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის იდეალური პირობები შეიქმნება.
„რაც შეეხება ბიუჯეტს, ბიუჯეტის სრულად გაანგარიშება ჯერ შეუძლებელია, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ხარჯტევადი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი და ვიდრე არ გვექნება ინფრასტრუქტურის კონკრეტული პროექტი, მანამდე
შეუძლებელია საუბარი ხარჯებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ასეულობით მილიონი დაჯდება ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეიქმნას. ვფიქრობ, რომ ხარჯების კომპენსირება უნდა მოხდეს კონკრეტული შენობების რეალიზაციით, რომელსაც არ აქვს კავშირი უნივერსიტეტების იდენტობასთან და შეიძლება მათი რეალიზაცია იყოს საინტერესო კომერციული თვალსაზრისით.
შენობების გადანაწილება არ შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. მთლიანობაში ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად განვითარდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩათვლით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ იდეალური პირობები შევქმნათ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის.
ოპტიმიზაციის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ხარჯების დაზოგვა ყველა მიმართულებით. იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმა გამოიწვევს აკადემიური პერსონალის სახლში გაშვებას, რაც ცარიელი სპეკულაციებია. პირიქით, ამ რეფორმის გატარების პირობებში ჩვენ მაქსიმალურად დაგვჭირდება უნივერსიტეტების უზრუნველყოფა რესურსებით და სახელმწიფო ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ პირიქით, ახალი რესურსები მოიზიდოს, როცა საქმე ეხება ადამიანურ რესურსებს“, - განაცხადა პრემიერმა.
1764155213
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის,...
1764153960
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭავჭავაძის N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შესული შეტყობინების საფუძველზე „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტი შეამოწმეს, რის შედეგადაც ვადაგასული ფრინველის ხორცი, ე...
1764153166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით, დაახლოებით 500 მილიონს ველოდებით წელიწადში გადასახადების სახით, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება
Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, მაქსიმალური 10 წელიწადი, სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ეს დამოკიდებული, თავად კომპანიის ინტერესშია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვ...
1764152833
ახალი ამბებიირაკლი კირცხალიამ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა: ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“
ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ასევე, მოგიწევთ, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პარტ...
1764152543
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება, შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ
Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის...


























