პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკანორ მელია სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1764152543
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება, შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ
Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის...
1764151237
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მიგრაციაზე ხშირად მანიპულირებენ ციფრებით, აღწერით, მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4%, რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია
მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით და 10%-ს ასახელებენ, როდესაც საქართველოში უცხოელების სტატისტიკაზე საუბრობენ, საქსტატის აღწერით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეე...
1764150355
საზოგადოებაპრემიერი: არის თემები, რაზედაც არ უნდა ისპეკულირო მაშინაც კი, როცა ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი
EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომი...
1764149822
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები
„Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...
1764148920
ახალი ამბებიპრემიერი EAGLE HILLS-ის პროექტზე: განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე
განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფ...





























