ირაკლი კობახიძე: საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს

საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი.

„არის ძალიან უხეში სისტემა - წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764152833

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალიამ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა: ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“

ყოველ დღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ასევე, მოგიწევთ, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პარტ...

ირაკლი კირცხალია

1764152543

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არავითარი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქები არ შენდება, შენდება ორი ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ

Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის...

ირაკლი კობახიძე

1764151237

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მიგრაციაზე ხშირად მანიპულირებენ ციფრებით, აღწერით, მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეები არიან 93,4%, რჩება 6,6%, საიდანაც ბევრის მოქალაქეობის საკითხი უბრალოდ დასაზუსტებელია

მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით და 10%-ს ასახელებენ, როდესაც საქართველოში უცხოელების სტატისტიკაზე საუბრობენ, საქსტატის აღწერით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეე...

ირაკლი კობახიძე

1764150355

საზოგადოება

პრემიერი: არის თემები, რაზედაც არ უნდა ისპეკულირო მაშინაც კი, როცა ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი

EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომი...

ირაკლი კობახიძ

1764149822

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი, მშენებლობას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები

„Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...

ირაკლი კობახიძე