პაატა სალია: ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე
ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის 127-ე ფილიალი საზეიმოდ გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.
პაატა სალიას თქმით, ახალი იუსტიციის სახლი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისათვის, რომ სახელმწიფო სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი გახდეს.
„მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება და მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროსა და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე“, – აღნიშნა მან.
პაატა სალიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მომსახურების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს კიდევ უფრო თანამედროვე და ეფექტიანი სერვისები.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისათვის და ახალი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს წარმატება უსურვა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს მათი ყოველდღიური შრომისთვის, ხოლო ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გუნდს ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
1773413481
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩა...
1773413374
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი, რომ პასუხის გარეშე არ დარჩეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია...
1773413191
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. „მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლ...
1773411019
მსოფლიოევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლიტიკური კარიერა დაასრულა
„ჩემი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდა. არ ვაპირებ არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში კენჭისყრას“, - ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქ...
1773409482
მსოფლიოAxios: „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს განაცხადა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა. ინფორმაციას Axios-ი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამ მაღალჩ...



























