საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად.

საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია.

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღნიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750949485

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: გელათის რეაბილიტაციისთვის ოთხი მთავარი კვლევა ჩატარდა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა აქამდე არც ერთხელ  

ახლა ჩატარდა ოთხი მთავარი კვლევა - გელათის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული გეოლოგიური კვლევა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა არც ერთხელ აქამდე, - განაცხადა გად...

დეპუტატი

1750947285

საზოგადოება

გიორგი კახიანი: თუ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდები მოჰყვება ის, რაც მოჰყვა. თუ პოლიციელს ხელს გაარტყამ მოჰყვება რეაგირება. ამას, რომ ეძახი პოლიტიკური დევნას, ასეთ რეზოლუციებს რა ძალა შეიძლება ჰქონდეს

 თუ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდები მოჰყვება ის, რაც მოჰყვა. პოლიციელს, რომ ხელს გაარტყამ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასეთ შემთხვევებს, როდესაც ეძახი, რომ თურმე პოლიტიკური დევნა მიმდინარ...

გიორგი კახიანი

1750942417

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის როჯერ უიკერის განცხადებას გამოეხმაურა. „შაჰინის განცხა...

გიორგი ვოლსკი

1750940426

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძ...

მარიამ ქვრივიშვილი

1750938185

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის

„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი