დავით მათიკაშვილი: რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის

„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის მიერ ონლაინ პლატფორმის შექმნის თაობაზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინიციატივას.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობდა, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო.
„რა გეგმებიც ჰქონდათ მათ პატრონებს - იგივე სალომე ზურაბიშვილთან, სხვა რადიკალებთან მიმართებით, ყველაფერი ჩაუვარდათ. ხომ ნახეთ, საპარლამენტო არჩევნებზე რაღაც გეგმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყოთ, მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ვითომ, არსებობენ რაღაც შუაშისტური ძალები, რომლებიც არავის ემხრობიან და არ არიან „ნაცები“ და არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არის ძალიან მარტივი - ეს რის „ქართული ოცნება“, ე.ი. ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური სიძლიერე, ყველა კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და აქ არის მეორე ძალა, არიან რადიკალები, არიან ქვეყნის ომში, ცეცხლსა და უბედურებაში გახვევის მსურველი ქვეყნის მოღალატეები. ვის მისცემს ხმას საზოგადოება, ძალიან კარგად იციან, მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც აი, ამ რაღაც ფსევდოპლატფორმებს ქმნიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
1750941672
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „მხ...
1750940426
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძ...
1750936489
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში
„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უწყების 31 წლი...
1750935900
ახალი ამბები28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია
„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...
1750934630
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უ...