გიორგი კახიანი: თუ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდები მოჰყვება ის, რაც მოჰყვა. თუ პოლიციელს ხელს გაარტყამ მოჰყვება რეაგირება. ამას, რომ ეძახი პოლიტიკური დევნას, ასეთ რეზოლუციებს რა ძალა შეიძლება ჰქონდეს

თუ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდები მოჰყვება ის, რაც მოჰყვა. პოლიციელს, რომ ხელს გაარტყამ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასეთ შემთხვევებს, როდესაც ეძახი, რომ თურმე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ასეთ რეზოლუციებს რა ძალა შეიძლება ჰქონდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ეს დებატები დასრულდება რეზოლუციით, რომელსაც არგუმენტებისგან არის დაცლილი.
„ის, რაც სავარაუდოდ ჩვენ გველის ევროსაბჭოში დებატები იქნება ეს თუ ბოლოს რეზოლუციის მიღებით დასრულდება, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება მსგავსი რეზოლუცია, რომელიც ადრეც გვინახავს, როდესაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ვკითხულობთ კრიტიკას, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ.
ახლაც, როდესაც საუბარი არის პოლიტიკურ დევნაზე, რას გულისხმობენ, ვის გულისხმობენ? საერთოდ რამე არგუმენტი მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით? უბრალოდ გააკეთებენ შეფასებას, ამა თუ იმ შემთხვევას უწოდებენ პოლიტიკურ დევნას არგუმენტები კი არ არსებობს.
სავარაუდოდ, ამ რეზოლუციაში საუბარი იქნება იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა არ შეასრულეს კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით მოხვდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. შეიძლება ასეთ შემთხვევას პოლიტიკური დევნა უწოდო? მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში ამ პოლიტიკოსებმა თავად გააკეთეს არჩევანი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, იმ პროცესებით, რაც ახლა ხდება ევროპარლამენტში ხდება წახალისება რადიკალიზმის.
„პირველ რიგში ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ იმ რადიკალიზმს, რომელიც სამწუხაროდ დღეს არის საქართველოში. და ეს გარკვეული ჯგუფი ევროპოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ ა.შ. რომელიც ამ რადიკალიზმის გამწვავებას ხელს უწყობენ ქვეყანაში, მათი წახალისება ხდება რა თქმა უნდა ასეთი რეზოლუციებით. რეალურად ესენი საზრდოობენ ქვეყნის გარედან მიღებული ენერგიით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, ამ პოლიტიკოსების დაკავებას არანაირი რეზონანსი არ მოჰყოლია საზოგადოებაში ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკური დევნა.
„ისევ და ისევ არის შანტაჟის მცდელობა, რადიკალების მოძლიერების ვინაიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. კანონში პირდაპირ წერია, რომ კომისიის სხდომაზე უნდა გამოცხადდე. თუ არ გამოცხადდები მოჰყვება ის, რაც მოჰყვა. თუნდაც პოლიციელს, რომ ხელს გაარტყამ ამას, რომ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ამას, რად უნდა ლაპარაკი. პოლიციელზე თავდასხმა, ეს არის ინსტიტუციაზე თავდასხმა. ასეთ შემთხვევებს, როდესაც ეძახი, რომ თურმე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ასეთ რეზოლუციებს რა ძალა შეიძლება ჰქონდეს “, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
1750949485
საზოგადოებაბექა დავითულიანი: გელათის რეაბილიტაციისთვის ოთხი მთავარი კვლევა ჩატარდა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა აქამდე არც ერთხელ
ახლა ჩატარდა ოთხი მთავარი კვლევა - გელათის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული გეოლოგიური კვლევა, რომ რისკები გათვალისწინებული იყოს რეაბილიტაციის დროს. ეს არ მომხდარა არც ერთხელ აქამდე, - განაცხადა გად...
1750942417
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის როჯერ უიკერის განცხადებას გამოეხმაურა. „შაჰინის განცხა...
1750941672
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „მხ...
1750940426
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძ...
1750938185
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის
„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა...