მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები“.
„ეკონომიკური ფორუმის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მინისტრმა იმ ძირითადი ეკონომიკური ასპექტების, პროექტებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა, რაზეც სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
„მთავარი და ფუნდამენტური არის, რომ ყველამ ერთად განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ჩვენი მიზნები სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გვაქვს გამოცხადებული - რომ 2028 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს 130 მლრდ ლარამდე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ბიუჯეტის ზრდას. ამავდროულად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უმუშევრობის დონის 4%-მდე შემცირებაა. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის მამოძრავებელი სექტორების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარება, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. პანელი „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
მარიამ ქვრივიშვილმა დისკუსიაში მონაწილე დარგის ექსპერტებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, ასევე, საკვანძო ეკონომიკური სექტორების განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მათ შორის ტურიზმისა და ავიაციის დარგების უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7,368,149 შეადგინა, რაც 4.2%-იანი ზრდაა 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს - იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ასეთივე, ზრდის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება სამოქალაქო ავიაციის სექტორში - 2024 წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა. ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-აპრილის პერიოდში, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში 60-ზე მეტი სამგზავრო ავიაკომპანია დაახლოებით 100 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.
„ტურიზმის და ავიაციის სექტორების განვითარების თვალსაზრისით ჩვენმა ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა უფრო განვითარებულმა ქვეყანამ. ჩვენ ასევე აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით - იქნება ეს მაგისტრალური გზების დასრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი თუ ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ძირითადი, მამოძრავებელი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკრეტული სექტორების, შემდგომ ფართო სურათში კი ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკურ საზოგადოებას, ასევე, მთავრობის ეკონომიკური ხედვის უმთავრესი რამდენიმე მიმართულება გააცნო, მათ შორის, მან აქცენტი გააკეთა ინვესტიციების მოზიდვის, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერის და ინფრასტრუქტურული პროექტის წარმართვის კუთხით არსებულ გეგმებზე.
1750938185
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა, რადიკალებს არანაირი პლატფორმის შექმნა არ უშველის
„რაც არ უნდა მოიგონონ, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი, წყლის ნაყვა. რადიკალებს არანაირი პლატფორმა არ უშველის - ქვეყნის ღალატსა და სამშობლოს სიძულვილს, რომელიც რადიკალებისგან მომდინარეობს“, - ასე გამოეხმაურა...
1750936489
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში
„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უწყების 31 წლი...
1750935900
ახალი ამბები28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია
„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...
1750934630
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უ...
1750934131
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“
„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...