საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა

„ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ - იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ქნესეთის წევრების ვიზიტი ბიზნესფორუმზე დასასწრებად.

„ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოში ისრაელის საელჩოსთან, რომელიც ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მსგავსი ხასიათის დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება საქართველოს იმიჯის შელახვას და საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, სუსმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778609114

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი „100%-ით“ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერ მცდელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და თეი...

ტრამპი ტრამპი

1778607228

სპორტი

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.    ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლ...

ანა ჯაფარიძე

1778605810

მსოფლიო

ტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება და დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, აშშ კუბასთან მოლაპარაკებას გეგმავს. „არცერთ რესპუბლიკელს არასდროს...

ტრამპიტრამპი

1778602064

ახალი ამბები

ვოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!

ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ახლადარჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს...

გიორგი ვოლსკი

1778599203

ახალი ამბები

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში

სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ...

მამა გიორგი ზვიადაძე