საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.

„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.

ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.

2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები:

I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2026 წლის 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

II ეტაპი - ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:
• რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
• რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
• რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია - 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.

IV ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

V ეტაპი - ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

ინფორმაციას განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771396100

ახალი ამბები

კახა კალაძე: დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია

თბილისის მერი კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის იუბილეს ულოცავს. „დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარება...

კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი

1771395715

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება აირჩია - მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს. ირაკლი კირცხალია ბი...

ირაკლი კირცხალია

1771392426

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის იუბილეს ულოცავს. „ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია....

ირაკლი კობახიძ

1771391459

სპორტი

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მან მსაჯებისგან 71,77 ქულა დაიმსახურა და ასპარეზობა მეექვ...

 ანასტასია გუბანოვა

1771390659

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ყოველი ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ჩვენს კანონმდებლობაში და ახლაც ხორციელდება, იყო განპირობებული იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დავდექით და ხელოვნურად დაგვაყენეს

ვნახეთ, რომ დაიწყეს ახალი გზების მოძებნა იმისთვის, რომ დაფინანსებები კანონის გვერდის ავლით მომხდარიყო. ხშირ შემთხვევაში ეს ხმარდება საპროტესტო აქციების, არეულობების, საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობის...

გიორგი კახიანი