ირაკლი კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის იუბილეს ულოცავს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია. საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება და სხვა უზენაესი ღირებულებები, როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა; აღდგა ბიზნესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი; ქვეყნის სათავეში მოვიდა პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია; ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი; საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.

2012 წელს, დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად, ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი. მან გვერდზე გადადო საკუთარი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და პირდაპირი მნიშვნელობით, თავი გადადო უცხოური აგენტურის კრიმინალური მმართველობისგან საქართველოს დასახსნელად. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საკუთარ სამშობლოზე განსაკუთრებულად შეყვარებულ ადამიანს შეეძლო.

პატრიოტიზმთან ერთად, გარედან მხარდაჭერილი დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას ჭირდებოდა განსაკუთრებული სიბრძნე და ინტელექტი. 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული ხელყოფის პირობებში, არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი.
ზუსტად ასეთივე გამორჩეულ ქვეყნის სიყვარულს და სიბრძნეს მოითხოვდა 2022 წლის შემდეგ საქართველოს გადარჩენა მოვლენების იმგვარი განვითარებისგან, რომელმაც უკრაინას ეგზისტენციალური პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაშიც, იმ უმძიმეს ზეწოლასთან და შანტაჟთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, მოითხოვდა, ერთი მხრივ, სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს და მისთვის თავდადებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორჩეულ სიბრძნეს და ინტელექტს. ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას!“ - წერს კობახიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771391459

სპორტი

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მან მსაჯებისგან 71,77 ქულა დაიმსახურა და ასპარეზობა მეექვ...

 ანასტასია გუბანოვა

1771390659

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ყოველი ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ჩვენს კანონმდებლობაში და ახლაც ხორციელდება, იყო განპირობებული იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დავდექით და ხელოვნურად დაგვაყენეს

ვნახეთ, რომ დაიწყეს ახალი გზების მოძებნა იმისთვის, რომ დაფინანსებები კანონის გვერდის ავლით მომხდარიყო. ხშირ შემთხვევაში ეს ხმარდება საპროტესტო აქციების, არეულობების, საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობის...

გიორგი კახიანი

1771359883

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მისი რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს

გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვ...

ზელენსკიზელენსკი

1771358561

მსოფლიო

ზელენსკი: სამართლიანი არ არის, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს

გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სამართლიანი არ არის“, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმ...

ზელენსკიზელენსკი

1771357281

საზოგადოება

თამარ იოსელიანი ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობის ზრდაზე: მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რათა ტექნიკური რეგულირებით ხელი შევუწყოთ მათ ეფექტურ მუშაობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს საზღვარო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობის ზრდაზე და ამ ტენდენციის ხელის შემწყობ პოლიტიკაზე ისაუბრა. „მნიშვნელოვანია...

თამარ იოსელიანი