რატი იონათამიშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ინტერპელაცია, რომელიც მიგრაციას ეხება, ეს საკითხი დღეს თანამედროვე დემოკრატიების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა
ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ინტერპელაცია, რომელიც მიგრაციას ეხება, ეს საკითხი დღეს თანამედროვე დემოკრატიების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს მიგრაციის მიმართულებით, ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებისთვის.
„ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს მიგრაციის მიმართულებით, ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ამიტომ კარგი იქნება პრემიერის ინტერპელაციას ჩვენი საზოგადოების გარდა ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც თუ მოუსმენენ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტებს შორისაა - ამ საკითხზე ხვალ ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ-მინისტრი უპასუხებს.
1771348441
საზოგადოებასუსი ლევან დავითაშვილის განცხადებაში არსებულ უზუსტობებზე: თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ
სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა, - განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკას“. „1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამო...
1771346807
მსოფლიოომანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანმა და აშშ-მა ჟენევის მოლაპარაკებებზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს
აშშ-მა და ირანმა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს - ამის შესახებ მედიატორი ქვეყნის, ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში იტყობინება. „ირანის ისლამ...
1771343848
საზოგადოებაოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში 55 წლის კაცი ააფეთქეს
ოზურგეთში ტერორისტული აქტი განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად „ჯუმათა“) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის მანქანაში ჩაჯდა. 55 წლის კაცის მდგომარეობა მძი...
1771342802
მსოფლიოReuters: გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება
გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „თუმცა, მდგრადი აღმავლობის მისაღწევ...
1771340752
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ჟენევაში გამართულ ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესი მიღწეულია
ირანმა და აშშ-მა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, - განაცხადა ირანის საგარეო სა...



























