დავით მათიკაშვილი: პრემიერი, რომელიც ინტერპელაციის წესით არის დაბარებული პარლამენტში, ქვეყანას, საქართველოს პარლამენტს გასცემს პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც მიგრაციულ პროცესებს ეხება
მიგრაცია გახლავთ ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ძალიან ბევრი ტყუილი გვესმის რადიკალებისგან. პრემიერი, რომელიც ინტერპელაციის წესით არის დაბარებული პარლამენტში, ქვეყანას, საქართველოს პარლამენტს გასცემს პასუხებს იმ საკითხებზე, რომლებიც მიგრაციულ პროცესებს ეხება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ხვალისთვის დაგეგმილ ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიგრაციის საკითხზე სპეკულაციებს კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი.
„კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი იმ სპეკულაციებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ვისმენთ. იცით ე.წ. არაბიზაციის საკითხები, იყო ასევე [სპეკულაცია], რომ თითქოს, რუსებით გაივსო საქართველო და რუსეთიდან შემოსული მიგრაციული ნაკადები წალეკავდა ჩვენს ქვეყანას, რამდენი ტყუილი გვაქვს მოსმენილი”, - განაცხადა დეპუტატმა.
მიგრაციის თემაზე დეპუტატების შეკითხვებს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ უპასუხებს.
1771348441
საზოგადოებასუსი ლევან დავითაშვილის განცხადებაში არსებულ უზუსტობებზე: თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ
სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა, - განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკას“. „1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამო...
1771346807
მსოფლიოომანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანმა და აშშ-მა ჟენევის მოლაპარაკებებზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს
აშშ-მა და ირანმა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს - ამის შესახებ მედიატორი ქვეყნის, ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში იტყობინება. „ირანის ისლამ...
1771343848
საზოგადოებაოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში 55 წლის კაცი ააფეთქეს
ოზურგეთში ტერორისტული აქტი განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად „ჯუმათა“) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის მანქანაში ჩაჯდა. 55 წლის კაცის მდგომარეობა მძი...
1771342802
მსოფლიოReuters: გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება
გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „თუმცა, მდგრადი აღმავლობის მისაღწევ...
1771340752
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ჟენევაში გამართულ ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესი მიღწეულია
ირანმა და აშშ-მა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, - განაცხადა ირანის საგარეო სა...



























