სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.

სამადაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2026 წლის აპრილის უახლესი მონაცემები ადასტურებს. IMF-ის მიხედვით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება: საქართველო - $11,570; მოლდოვა - $9,350 და უკრაინა- $6,980

შესაბამისად, 2026 წლის მონაცემებითაც, რეიტინგის თანმიმდევრობა უცვლელია და საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ მოლდოვასა და უკრაინას.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც, საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე აუმჯობესებს და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. რეალური მშპ 2025 წელს 7.5 პროცენტით გაიზარდა და ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781680504

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა

პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის უწყები...

საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა

1781679137

ახალი ამბები

სერბეთის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს. კულტურული პროგრამის...

პირველ ლედი

1781677580

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,სხვადასხვა...

დაკავება

1781675780

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშზე: ზეგავლენას ჩვენს ხალხზე ვერ ახდენენ ასეთი აბსურდული რეზოლუციებით, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეული დავალებების შესრულების კვალდაკვალ აგრძელებენ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშს. „ზეგავლენას ჩვენს ხალხზე ვერ ახდენენ...

 თორნიკე ჭეიშვილი

1781673318

მსოფლიო

„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია“ - რომის პაპმა აშშ-ირანს შორის მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა

რომის პაპმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ მადლობელია ღმერთის, რადგან მხარეებმა შ...

რომის პაპი