ირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში აჯაფსანდალია, ოთახში სხედან, მაგრამ ისევ „ფანჩატურია“, ერთმანეთში ბელადობა აქვთ, გიჟების დოღია, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამ დოღში
ოპოზიციაში აჯაფსანდალია. თინა ბოკუჩავას ბედი მაინტერესებს. მართლა თავმჯდომარეა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტიდან სააკაშვილმა გადააყენა და ნანულის დაუთმო ასპარეზი, რომელიც ახლა დასასვენებლად არის, ჯერ არ სცალია და ცოტა ხანში შემოვა პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში ქაოსი აქვთ, ფანჩატურში სამი თუ ოთხი არიან.
„ვერ ვერკვევი, დავიბენი უკვე, ნანულამ პოსტი შემომთავაზესო, ბოკუჩავამ ამის არ მჯერაო. სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? ქაოსი აქვთ. ფანჩატურში სამი თუ ოთხი არიან, რა დავარქვა, აღარ ვიცი. რატომ მოხდა ფანჩატურის აღზევება? იმიტომ, რომ ფანჩატური იყო. მერე რა, რომ ახლა ოთახში სხედან, ისევ „ფანჩატური 3“-ია, რადგან უცხოეთიდან ერთი დაკვეთა იყო და ვერ გათვალეს, ქართველები სამხრეთელები ვართ, ემოციურები ვართ და არ გავუტარებთ. ერთმანეთში ბელადობა აქვთ.
მერე რა, რომ სააკაშვილი ჩამოწერეს, ის მაინც იბრძვის. მაინც მგონია, სააკაშვილი მართალია, რადგან თუ ოპოზიციაში მხარდამჭერები ვინმეს შემორჩა, ალბათ, უფრო სააკაშვილის გზააბნეული მეხოტბეები არიან. „ჩერგო“ ჩემი ფავორიტია - არმია არ ჰყავს, მაგრამ მაინც მებრძოლია.
იმხელა ამბიცია აქვთ, ამხელა დასაყრდენი ზურგის სახით საზოგადოებაში არ ჰყავს და „საიდან ამხელა ამბიცია?“. „ჩერგოა“ და მიუშვით. რასაც ვხედავთ, გიჟების დოღია, ვინ გაიმარჯვებს დოღში, ვნახოთ. გიჟები, კაი გაგებით ვამბობ, პოლიტიკურად გიჟები არიან“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
1781684128
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია, წერონ და იკითხონ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. დეპუტატის თქმით, ამ და სხვა ანგა...
1781682451
ახალი ამბებიმერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულ...
1781681461
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინ...
1781680924
ახალი ამბებისამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. სამადაშვილის...
1781680504
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა
პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის უწყები...































