სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს“, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დავით კიკნაძემ აღნიშნა, კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.
„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტი“ - ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა.
ასევე დგინდება, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი უკავშირდებოდა, საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს, გარკვეულ ვადებში, კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ.
კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.
პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული საერთოსთვის შეგროვებული 62 ათას დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის ინტენსიურად ტარდება შესაბამის ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დადგენა-გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა დავით კიკნაძემ.
1781680924
ახალი ამბებისამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის. სამადაშვილის...
1781680504
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა
პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის უწყები...
1781679137
ახალი ამბებისერბეთის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს. კულტურული პროგრამის...
1781677580
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,სხვადასხვა...
1781675780
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშზე: ზეგავლენას ჩვენს ხალხზე ვერ ახდენენ ასეთი აბსურდული რეზოლუციებით, თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეული დავალებების შესრულების კვალდაკვალ აგრძელებენ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშს. „ზეგავლენას ჩვენს ხალხზე ვერ ახდენენ...































