სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ შემდეგ კი, შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
დაკავებულებს შორისაა პირი, რომლის მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელეს და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1789332627
ახალი ამბები14 სექტემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 14 სექტემბერს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი...
1789331594
მსოფლიოკრემლში აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები ოქტომბერში გაიმართოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს. „დიახ, ჩვენ ასეთ შესაძლებ...
1789328639
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ
2026 წლის 10 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან...
1789327288
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია რადიკალებს: როგორ ჩამოიქცა თქვენი და თქვენი დამკვეთების გეგმები ტრამპის გამარჯვებით, გახსოვთ ხომ? კიდევ ორი ვადა, ეგ კარგი ხალხი რჩება ისევ თეთრ სახლში
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას მიმართავს. „2024 წლიდან, სადაც არის 2 წელი გავა და კიდევ მინდა აკაცუკებს შეკითხვა დავუსვა, თქვენ გინდოდათ ჩვენი დამხობა? როგორ ჩამოიქცა თქვენი და თქვენი დამკვეთების გეგმებ...
1789325502
საზოგადოებაზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით
„17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით“, - ამის შესახებ...


























