გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.

მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ სიახლეებზე, რომლითაც სკოლები 2026-2027 სასწავლო წელს ხვდებიან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული მასწავლებლების ჩართულობით საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება.

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს გაგვიზიარებს. ეს ფორმატი სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად გაეცნოს ყოველდღიურ საჭიროებებს და შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საუბარი ასევე შეეხო ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

გივი მიქანაძემ PISA 2025-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ქვეყნის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საქმეში მასწავლებლების გამორჩეულ როლს გაუსვა ხაზი.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისთვის კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789363183

საზოგადოება

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ. საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა აბი...

ეროვნული გამოცდა

1789362001

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქი შიო მესამე, სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადა...

მეუფე შიო

1789332627

ახალი ამბები

14 სექტემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 14 სექტემბერს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი...

შუქი

1789331594

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები ოქტომბერში გაიმართოს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მოლაპარაკებები შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს. „დიახ, ჩვენ ასეთ შესაძლებ...

კრემლი

1789328639

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

2026 წლის 10 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან...

ალექსანდრე დარახველიძე