ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

2026 წლის 10 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები თავშესაფრის სისტემასა და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.

„სხვადასხვა ინსტანციაში 8-10 პროცესი გვიწევდა იმისთვის, რომ ერთი ადამიანის გაძევებისთვის მიგვეღწია. ფაქტი დადგა ის, რომ თავშესაფრის სისტემა გამოიყენებოდა არა რეალურად თავშესაფრის მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ გაწერილი პროცედურა გამოყენებულიყო ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად. ამიტომ ეს მიდგომა შეიცვალა, საერთაშორისო დაცვის შესახებ მთლიანად ახალი კანონი დაიწერა და ამან არსებული პრობლემა აღმოფხვრა“, - განაცხადა დარახველიძემ.

პირველ რეფორმას მალევე მოჰყვა შემდეგი ნაბიჯი - შრომითი მიგრაციის მოწესრიგება.

„მაგალითად, საკურიერო სფეროში, ტაქსით მომსახურების სფეროში უცხოელების დასაქმებისთვის ნულოვანი კვოტა დაწესდა, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც მოთხოვნა ამ მიმართულებაზე ჭარბია“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შევიდა და სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდა.

„ქვეყანაში დღეს დაახლოებით გაცემულია 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობა. პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები საერთოდ არ იყენებდნენ ნებართვას იმ მიზნისთვის, რა მიზნითაც აიღეს ბინადრობა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებები შეეხება ფიქციური ქორწინების საკითხსაც. საგამოძიებო უწყება ფიქციურ ქორწინებაზე საქმეს აღძრავს და თუ სასამართლო ფაქტს დაადასტურებს, ორივე პირს შესაძლოა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადითაც კი განუსაზღვროს. ასევე, სასჯელი ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას 2-დან 10 წლამდე.

„როგორც კი კანონი ამოქმედდა, ფაქტობრივად, 90-95%-ით დაიკლო ასეთი ტიპის ბინადრობებზე მოთხოვნამ, ანუ აქაც ჩანს, ის რომ სახელმწიფოს ჩარევა ძალიან სწორი იყო. ჩვენ კანონმდებლობაში, ასევე, ჩავდეთ კონკრეტული საშეღავათო პერიოდი, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789315669

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“

„როგორც ჩანს, საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1789313898

ახალი ამბები

პატრიარქი შიო III სიონის ტაძარში 14 სექტემბერს პარაკლისს აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 14 სექტემბერს სიონის ტაძარში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათზე...

შიო მესამე:

1789310945

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო – უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას B და C ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ანგარიში წარედგინება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც...

ჯანდაცვის სამინისტრ

1789308537

მსოფლიო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთის ტერიტორიაზე დიზელის საწვავის ობიექტებზე საჰაერო იერიშები, რადგან თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს...

დონალდ ტრამპ

1789306860

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

ვატიკანში, საკვირაო ლიტურგიისას რომის პაპი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს გამოეხმაურა და 25 წლის წინ დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. ლეო XIV-მ სოლიდარობა გამოუცხადა მათაც, ვინც საზარელი თავდასხმე...

რომის პაპი