დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში

დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.

საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა აბიტურიენტებს დღეს 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; ასევე მათ, ვინც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები. უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.

პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ: საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; პროგრამის სწავლის საფასური; ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789325502

საზოგადოება

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

„17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით“, - ამის შესახებ...

ზურაბ სიჭინავა

1789321408

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება

ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეი...

ვატო შაქარიშვილი

1789320892

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრ...

არჩილ გორდულაძე

1789319625

მსოფლიო

„მე სხვანაირად ვფიქრობ“ - სიკორსკის განცხადებით, არ ეთანხმება ტრამპის მოსაზრებას, რომ კიევის დარტყმები დიზელის საწვავის დეფიციტს იწვევს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი არ იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები დიზელის საწვავის დეფიციტს ი...

რადოსლავ სიკორსკი

1789315669

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“

„როგორც ჩანს, საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ...

ნიკოლოზ მეტრეველი