სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული.
კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. გამოკვლევის ფარგლებში, სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა.
ინდიკატორი ზომავს, „თავს იკავებენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალური გამომძიებლები ქრთამის თხოვნისა და მიღებისგან ძირითადი საპოლიციო მომსახურების შესასრულებლად, ან დანაშაულების გამოსაძიებლად და არიან თუ არა პოლიციისა და სამხედრო სამსახურში მომუშავე სამთავრობო თანამდებობის პირები თავისუფალი კერძო ინტერესების, ან კრიმინალური ორგანიზაციების არასათანადო გავლენისგან“ .
საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 85% მიიღო, მსოფლიოში 22-ე ადგილზე დასახელდა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირლანდიას, ლიეტუვას, ლატვიას, ჩეხეთს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.
ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი უკრაინა, მოლდოვა და რუსეთი გამოირჩევა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
1771828348
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 23 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ინფო...
1771826641
ახალი ამბებიქართველმა სპორტსმენებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ცერემონია ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე - ვერონას არენაზე გაიმართა. ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციულ აღლუმში საქართველოს წარმომადგენლებმაც მ...
1771825031
ახალი ამბებიპაპუაშვილი: ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები
ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო. საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგ...
1771824113
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
23 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰ...
1771823067
ახალი ამბებისაქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას შს...































