სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, ხოლო 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ .
„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების
მონაწილეობით, ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ.
ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების - დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ
კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
1770106741
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ გრძელვადიან პარტნიორად აღიქვამს
ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, გა...
1770106392
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას - რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან
მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ...
1770105805
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი UNDP-ის წარმომადგენელს და კორეელ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ნინო ანთაძეს და საერთაშორისო ექსპერტს ქუა...
1770105428
საზოგადოებაპრემიერი: შუა დერეფანი სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს - სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს - სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არასანდოა, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელია
„შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუ...
1770102646
ახალი ამბებისაქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დაბა ბაკურიანში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982...


























