პრემიერი: შუა დერეფანი სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს - სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს - სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არასანდოა, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელია

„შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება.

„კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ რეალური კითხვა ის არის, თუ როგორ ვუპასუხებთ მას; როგორ უნდა შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არაა სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი ხდება. ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში, ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ განხეთქილებების დაძლევა, ფასდაუდებელი ხდებიან, ხოლო გაურკვევლობის ეპოქაში, თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია.

მსოფლიოს არა ნაკლები ვაჭრობა უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია, მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია. მას არ სჭირდება მხარის არჩევა - მას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება.

ამ მოცემულობას შუა დერეფანთან მივყავართ, რომელიც აღარ არის უბრალოდ ვარიანტი, ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა.

შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770108367

ახალი ამბები

გია ვოლსკი - აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ნებისმიერი პროგრამა განახორციელონ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ქვეყანაში რა თანხა შემოდის და რას ხმარდება

„შავი ფული და გაუმჭვირვალე პროექტები, რომლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არ უნდა არსებობდეს. ევროპაში ეს პრინციპები აქვთ, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ეხება, თავის გამოსვლებს რაღაც პოლიტიკური...

გია ვოლსკი

1770107446

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს, მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნეს ლიდერებს, ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში

„შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ალტერნატიული მარშრუტი; ის წარმოადგენს მოდელს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობას მოერგოს გეოპოლიტიკურ რეალობებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლ...

 ირაკლი კობახიძე

1770106741

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ გრძელვადიან პარტნიორად აღიქვამს

ინვესტორთა ნდობა იზრდება, Eagle Hills-ის მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არამხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, გა...

ირაკლი კობახიძე

1770106392

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას - რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან

მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ...

ირაკლი კობახიძე

1770105805

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი UNDP-ის წარმომადგენელს და კორეელ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ნინო ანთაძეს და საერთაშორისო ექსპერტს ქუა...

დავით სონღულაშვილი UNDP-ის წარმომადგენელს და კორეელ საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა