სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე - 1983 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1765515780
მსოფლიოESPN: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ რუსეთის ახალგაზრდულმა გუნდებმა დროშითა და ჰიმნით იასპარეზონ
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დიდი ნაბიჯი გადადგა რუსეთისა და ბელარუსის საერთაშორისო სპორტში რეინტეგრაციისკენ, როდესაც მმართველ ორგანოებს ურჩია, რომ ამ ქვეყნების ახალგაზრდულ გუნდებსა და სპორტსმენე...
1765514838
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება - ირაკლი კობახიძე დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტე...
1765486791
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე
„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...
1765485539
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან
„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...
1765484923
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ
„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...



























