სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი

1794680000

სპორტი

„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს

აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...

 მერაბ დვალიშვილი

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი