დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: თითქოს ვინმეს ერთმევა საარჩევნო უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მანიპულირება და ტყუილების გავრცელება
პარლამენტის არჩევნების შემდეგ ყალიბდება მთავრობა და ხდება ნდობის გაცემა მასზე, ირჩევა პრეზიდენტი. ამიტომ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიღების შესაძლებლობა უნდა გაუჩინოს ყველას ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ნებსით თუ უნებლიედ, იქ მცხოვრები არარეზიდენტი მაცხოვრებელი, მაინც იმ კონიუნქტურას ექვემდებარება ინფორმატიული თვალსაზრისით. იქ არსებული კონიუნქტურა ადამიანზე პირდაპირ თუ ირიბად გარკვეულ ეფექტს და ზეწოლას ახდენს.
„თითქოს ვინმეს ერთმევა საარჩევნო უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მანიპულირება, ტყუილების გავრცელება საზოგადოებისთვის, მცდელობა ვიღაცის მოტყუების, თვალებში ნაცრის შეყრის, თითქოს კანონმდებლობა და ხელისუფლება რომელიმე ქართველს, თუნდაც საქართველოში არამცხოვრებს ართმევს საარჩევნო უფლებას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მმართველი გუნდის ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
1763908085
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა. ამ წნეხის მოსახსნელად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება
რამდენიმე საკითხია, რომელიც დღეს არის ფაქტი. პირველი ფაქტი არის, რომ საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი. ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედური სახით ვნახეთ, როდესაც საქარ...
1763906418
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი არასრულწლოვანების შესახებ კანონპროექტზე: პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ და წინდახედულებიც
წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოს...
1763904716
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
„ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით. იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარ...
1763904647
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება
ფაქტია, უკრაინის ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ორივე არჩევანი არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი უკრაინა...
1763904556
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი შუა დერეფანზე: როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში, ასე რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ წამოწყებას
„როგორც დერეფნის გარშემო ინფრასტრუქტურული სახის, ისე ზოგადად ინვესტიციებს გაზრდის რეგიონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტ...


























