საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერ-რიადში სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარენიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს ვალიდ ალორაინანს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის დაარსებაზე, რომელიც ორივე ქვეყანას საინვესტიციო პოტენციალის უკეთ ათვისების შესაძლებლობას მისცემს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფორმაციული ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნეს კავშირების გაფართოებაზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა საუდის არაბეთში ყველაზე გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის - სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ აბდულაზიზ საგერთან.

მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და კონფლიქტებზე.

კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და მისი მოგვარების გზებზე. ყურადღება გამახვილდა სირიაში, იემენში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოეწყოს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც განხილული იქნება სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა , სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780828784

ახალი ამბები

კალანდარიშვილი სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე: იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა დამკვირვებელს შეხვდით, შეიძლება ითქვას, რომ სამზადისისთვის ძალიან დიდი სამუშაოებია გაწეული

„ჩვენი მანდატის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით როგორც გახსნის, ასევე მიმდინარეობასა და შემდგომ დახურვის ეტაპებს და ბუნებრივია, ჩვენს მოსაზრებებს და რეკომენდაციებს წარუდგენთ საარჩევნო...

გიორგი კალანდარიშვილი

1780827865

ახალი ამბები

ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ“ მომგვევლინა, კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო“ - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?

ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ...

ანა წითლიძე

1780826386

ახალი ამბები

ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ის სულ იტყუება

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკ...

ნიკა ობოლაძე

1780824732

ახალი ამბები

შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები

1780822962

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი

მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხმიანება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ...

ჟურნალისტი