პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, „კოკაინს“, „ალფა-პვპს“, „მეფედრონს“ „მდმას“ და ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინს“. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1782721191
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე: რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის
„რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ამის ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო უზრუნველყოფს...
1782719842
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი
„ძალიან კარგი და დროული იყო ეს ყველაფერი, რადგან ბოლო პერიოდში გვახსოვს პოლარიზაცია, რომელიც თავს გვახვევდნენ. ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრე...
1782718656
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიმდინარე წლის 29 ივნისს, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს...
1782716501
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასე...
1782715598
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...































