რუსეთში „ექსტრემისტული LGBT“-ს წევრობისთვის სამ პირს პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთის ქალაქ ორენბურგში ერთ-ერთი ბარის სამ თანამშრომელს პატიმრობა მიუსაჯეს „ექსტრემისტული LGBT“-ს წევრობისთვის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ბარის ყოფილ არტ-დირექტორს, ალექსანდრე კლიმოვს ორი წელი და სამი თვე, ადმინისტრატორს დიანა კამილიანოვას 6 წელი და სამი თვე და ბარის მეპატრონეს, ვიაჩესლავ ხასანოვს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სამივეს ბრალი ჰქონდა წაყენებული ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობისთვის. ხასანოვს პატიმრობის გარდა დანაშაულებრივი საქმიანობისთვის 1 მლნ რუბლის (12 900 აშშ დოლარის) ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
გამოძიების ინფორმაციით, კამილიანოვა ტრავესტი-არტისტების გამოსვლას იღებდა, ხოლო კლიმოვი „ტელეგრამში“ LGBT ურთიერთობების პროპაგანდას ეწეოდა. კლუბში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები იკრიბებოდნენ. ეს დაწესებულება მხარს უჭერდა „აკრძალული საზოგადოებრივი გაერთიანების, LGBT“-ს შეხედულებებს.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო მოძრაობა LGBT“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ოფიციალურად მსგავსი სახელწოდების ორგანიზაცია არ არსებობს. რუსეთის სასამართლოს ვერსიით, ეს მოძრაობა აშშ-ში შეიქმნა, ხოლო რუსეთი 1984 წლიდან მოქმედებს და არის „შობადობის შემცირების პოლიტიკის და არატრადიციული ოჯახური ურთიერთობების წახალისების“ ნაწილი.
1782719842
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი
„ძალიან კარგი და დროული იყო ეს ყველაფერი, რადგან ბოლო პერიოდში გვახსოვს პოლარიზაცია, რომელიც თავს გვახვევდნენ. ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეების და აზრე...
1782718656
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიმდინარე წლის 29 ივნისს, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს...
1782716501
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასე...
1782715598
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...
1782713670
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმ...































